გურიაში, სტიქიის ზონაში მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებიან

გურიაში, სტიქიის ზონაში მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებიან. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად არის დაზარალებული.

მისივე თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და მიმდინარეობს დაკარგული ერთი მოზარდის სამძებრო სამუშაოები.

„სამწუხაროდ არის მსხვერპლი მოსახლეობაში. მინდა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ამ ეტაპზე გარდაცვლილია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი არის მოზარდი, ერთი ბავშვის ძებნა გრძელდება. ჩართულია სამაშველო სამსახური, საგზაო დეპარტამენტი. ეს ფაქტი მოხდა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ამიტომ მძიმე ტექნიკასთან ერთად მუშაობს ცოცხალი მაშველი ძალა. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს