ლევან ხაბეიშვილი - ფაქტობრივად დაპირისპირების რეჟიმში მყოფი ღარიბაშვილი რუსულ გზავნილებს ახმოვანებდა ბორელთან

ფაქტობრივად დაპირისპირების რეჟიმში მყოფი ღარიბაშვილი რუსულ გზავნილებს ახმოვანებდა ბორელთან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, ბორელი ამბობდა, რომ რუსული ფრენები ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, ღარიბაშვილი კი აღნიშნავდა, რომ „ფანტასტიკურია ეს ყველაფერი, კარგია, წინ მივდივართ“.

„რაც შეეხება რუსი ღარიბაშვილის დღევანდელ ნამოქმედარს, ეს უმძიმესი საყურებელი იყო საქართველოს მოქალაქისთვისაც. ჩვენ ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. მეორე მხრივ, ჩვენ ვნახეთ პუტინის წარმომადგენელი, ბიძინას თანაშემწე, ღარიბაშვილი, რომელიც ფაქტობრივად დაპირისპირების რეჟიმში მყოფი რუსულ გზავნილ ახმოვანებდა ბორელთან.

იმ პირობებში, როდესაც მურუსიძის სასამართლოა, ევროპაში არავინ გველოდება.

ღარიბაშვილი ამბობდა, რომ თავისუფალი სასამართლო გვაქვს. ბორელი ამბობდა, რომ რუსული ფრენები ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, ღარიბაშვილი კი ამბობდა, რომ ფანტასტიკურია ეს ყველაფერი, კარგია, წინ მივდივართ. ბორელის განცხადებების შინაარსი იყო ის, რომ ცუდია, როცა საქართველო ევროკავშირში იღვწის, პარალელურად კი რუსულ კანონს იღებს. ღარიბაშვილი კი ამბობდა, რომ ჩვენ ნამდვილი დემოკრატები ვართ. ბორელი ამბობდა, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ რა ვქნათ, ოპოზიციის ბრალია. თურმე ჩვენი ბრალია, როდესაც საპენსიო რეფორმაზე ვესაუბრებით ხალხს და „რუსული ოცნება“ პაპუასებს მოგვიგზავნის და ქვებით მოგვდევენ. თურმე, ეს, ღარიბაშვილის გაგებით, ევროპული სტანდარტია“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ბორელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში თავისუფალი გარემო უნდა იყოს.

„ბორელმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური დევნილები არ უნდა იყვნენ. ადამიანები პოლიტიკური ნიშნით ტყვეობაში არ უნდა გვყავდეს, მათ შორის მთავარი ოპონენტი, რომლისაც ეშინია რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს.

ბორელმა აღნიშნა, რომ სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს, პროკურატურაც. მეტიც, არჩევნებისთვის უნდა მოემზადოთ და ეს უნდა იყოს თავისუფალი არჩევნებიო. ღარიბაშვილი ამბობს, რომ არაფერი შესაცვლელი არ გვაქვს, ყველაფერი კარგად არის.

როდესაც ვსაუბრობთ რეკომენდაციებზე, 12-დან 9 შეუსრულებელია, მხოლოდ სამი შეასრულა რუსულმა პარტიამ. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის ე.წ „პწიჩკების“ გაკეთება, რასაც ღარიბაშვილი და რუსული პარტია სთავაზობს საზოგადოებას. ეს არის შინაარსობრივად დემოკრატიული საქართველო, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ტყვეები არ უნდა იყვნენ. მურუსიძე არ უნდა იყოს სასამართლოში, ოლიგარქი ივანიშვილის ხელში არ უნდა იყოს ძალაუფლება, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ უნდა ხელმძღვანელობდეს სუს-ი, ლილუაშვილი. როდესაც ოლიგარქიაზე ვსაუბრობთ, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი თანაშემწე არის პრემიერ-მინისტრი, მისი დაცვის უფროსი არის შს მინისტრი, მისი მეორე დაცვის თანამშრომელი არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, თავდაცვის უფროსი მისი ბანკის პლასტიკური ბარათების დამმზადებელია ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე, მათვე უწერიათ ეს ყველაფერი, მათსავე CV-ში.რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მისი ბანკის თანამშრომელი არ უნდა იყოს. ეს ხალხი უნდა იყოს არჩეული. დღეს ჩვენ ვნახეთ, ევროპელები როგორ გულშემატკივრობენ ქართველ ხალხს, ასევე მეორე მხრივ ვნახეთ პუტინის რუსეთის კარის წარმომადგენელი ირაკლი ღარიბაშვილი. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ რუსული ხელისუფლების ჩამოშორება იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროპისკენ სვლა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის