გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად მცირე იყოს ზარალი და მოკლე პერიოდში მოხდეს ზიანის აღმოფხვრა

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად მცირე იყოს ზარალი და მოკლე პერიოდში მოხდეს ზიანის აღმოფხვრა, - ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა ადამიანთან არის კომუნიკაცია და ნებისმიერი მათი საჭიროება იქნება დაკმაყოფილებული.

,,უხვმა ნალექმა საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, განვითარდა მეწყრული პროცესები. დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, წაღებულია ხიდები. სამწუხაროდ, სტიქიას არ ჩაუვლია მსხვერპლის გარეშე და გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა. საძიებო სამუშაოები ერთ მოზარდთან დაკავშირებით გრძელდება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი ტექნიკა და უწყება. ადამიანებთან მუდმივ კომუნიკაციაზე იმყოფებიან როგორც სამაშველო სამსახურის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოკლე პერიოდში მოხდეს ზიანის აღმოფხვრა", - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს