მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე - სადაც ამ ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისათვის უნდა გააკეთოს საქმე, იქ აფუჭებს და სადაც მისი საქმე არ არის, იქ ვაკეთებო, იბრალებს

სადაც ამ ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისათვის უნდა გააკეთოს საქმე, იქ აფუჭებს და სადაც მისი საქმე არ არის, იქ ვაკეთებო, იბრალებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ინსტიტუტებმა, მათ შორის პრეზიდენტმაც, ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროინტეგრაციისთვის, თუმცა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

„78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროინტეგრაციის გზაზე, საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტებზე, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამ სიტყვებს თუ გამოვტოვებთ, მივიღებთ მცდარ მოცემულობას და მანიპულირებას, რაც, სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომემ გააკეთა. „თავისი უფლებამოსილება“ იცით რას ნიშნავს? მაგალითად, სალომე ზურაბიშვილს ევალება, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში რაც არის, რაც უწერია კონსტიტუციაში, ყველაფერი გააკეთოს ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ რაც არ უწერია იქ მიდის. შენ რომ არ გეკითხება ადამიანი იმ საქმეს არ უნდა აკეთებდე. მაგალითად, მას შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს დეპოლარიზაციის პროცესში იმ დროს, როცა აღვივებს პოლარიზაციას. მას შეუძლია თავის ქვეყანას მხარი დაუჭიროს განცხადებებით, ამ დროს ის ამბობს, რომ არ ვიმსახურებდით და არც ახლა ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. სადაც ამ ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისათვის უნდა გააკეთოს საქმე, იქ აფუჭებს და სადაც მისი საქმე არ არის, იქ ვაკეთებო, იბრალებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო