ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უსაფრთხოების შეგრძნებას უზრუნველყოფს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უსაფრთხოების შეგრძნებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქ 15 წლის განმავლობაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან ჩამოსული ათასობით ადამიანი ამ ტერიტორიის პატრულირებას ახდენენ [საოკუპაციო] ხაზის გასწვრივ. ჯამში, დღედაღამ, კვირაში შვიდი დღე, მთელი წლის განმავლობაში პატრულირების თითქმის ასი ათასი საათი გამოდის.

ჩვენი გუნდი, ეს მისია, უსაფრთხოების შეგრძნებას უზრუნველყოფს. ხალხს ვესაუბრებოდი, ვინც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა და ახლა აქ არიან. ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენი ხალხი უსაფრთხოების შეგრძნებას ტოვებენ.

ჩვენ ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს, სასწაულებს არ ვახდენთ, მაგრამ პატრულირების ასი ათასი საათი [შევასრულეთ]. ძალიან ამაღელვებელია ბევრი ადამიანის საცხოვრებელი პირობების ნახვა, ძალიან ამაღელვებელია მათთან საუბარი, რომ გეუბნებიან, მათი სახლი, მათი მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და არ შეუძლიათ მას მოუარონ", - განაცხადა ბორელმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა