გზების დეპარტამენტი - საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.

მათივე ინფორმაციით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე. გზის აღნიშნული მონაკვეთი უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ლესამ დააზიანა.

„სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე წყლის დონემ საგრძნობლად დაიწია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია, ხოლო საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე გრძელდება გზის გაწმენდის სამუშაოები. აღნიშნულ მონაკვეთებზე, მდინარის დონის დაწევისთანავე სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს სახიდე გადასასვლელი და მათი რეკომენდაციების შესაბამისად, დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები. მოძრაობის აღდგენამდე, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე.

მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზის მე-15 -16 -18 და 25-ე კმ-ებზე, სადაც ოთხ ადგილას ჩამოწოლილი იყო მეწყერი. გზის მონაკვეთის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით