ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მამამ შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 11 პრიმა 109-ე და 236-ე მუხლით( ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა) დაიწყო.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება