ლევან ხაბეიშვილი - ყველას კარგად ესმის, განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორებს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაჩხერილია ბიძინა ივანიშვილი

დღეს ევროკავშირის საელჩოში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების დეპარტამენტის (DG NEAR) დირექტორს გერტ იან კოოპმანის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამ ქვეყანაში ევროპული მომავლის მთავარი ლობისტი „ნაციონალური მოძრაობაა“.

„ყველას კარგად ესმის, განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორებს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაჩხერილია ბიძინა ივანიშვილი და ყველას კარგად ესმის, რომ იმიტომ არ გვაქვს თავისუფალი სასამართლო, რომ ბიძინა ივანიშვილი აფათურებს იქ მის რუს ხელებს, იმიტომ არ არის თავისუფალი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი აფათურებს იქ ხელებს, იმიტომ არის პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს შიშები. იმიტომ არ არის მედია პლურალიზმი და იმიტომ დევნიან მედიას, რომ ეს ბიძინა ივანიშვილს აშინებს.

დღეს ჩვენმა პარტნიორებმა ნახეს პუტინის სპიკერი - ირაკლი ღარიბაშვილი როგორ ედებატებოდა ბორელს, რომელსაც აბსოლუტურად ღია გზავნილი ჰქონდა ქართველი ხალხისთვის, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა ამ დროს ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ევროკავშირი ცუდია, ომი გინდათ. ბორელი ამბობდა, რომ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირი, მათ შორის უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური დოვლათისთვის, მაგრამ ღარიბაშვილი ამბობდა, რომ არა, ყველაფერი კარგად გვაქვს, ჩვენ უფრო მაგრები ვართ და ა.შ.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ პოზიციები გავცვალეთ და მნიშვნელოვანია ხალხმა იცოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ლობისტი ამ ქვეყანაში ჩვენი ხალხის ევროპული მომავლის და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი ერთად „რუსული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გარეშე აუცილებლად დავდგებით ევროკავშირის ქვეყნების გვერდით“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა