ლერი ბარნაბიშვილი - გეოლოგებმა დილიდანვე დაიწყეს საფრთხისშემცველი ლოკაციების შესწავლა, შესაძლოა საჭირო გახდეს მოსახლეობის ევაკუაცია - არის სახლები, რომელიც საცხოვრებლად აღარ გამოდგება

არის ჩამონათვალი სახლების, რომლებიც საცხოვრებლად აღარ გამოდგება. რა თქმა უნდა, არცერთი მოქალაქე არ დარჩება საცხოვრებლის გარეშე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სტიქიის ზონიდან ადამიანების გამოყვანა გრძელდება.

„მოსახლეობის ნაწილი უარს აცხადებდა თავისი საცხოვრებელი სახლის დატოვებაზე, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი დავითანხმეთ გაყვანაზე. კვლავ გრძელდება სტიქიის ზონაში დარჩენილი ადამიანების გამოყვანა, ახლაც მიმდინარეობს ღონისძიებები. არის ლოკაციები, სადაც გზა არ არსებობს, ხდება მოსახლეობის გამოყვანა მაშველების მიერ ნავებით, სხვადასხვა სპეცსაშუალებებით. ყველასთან დამყარებულია კონტაქტი. ამ პროცესებში ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება, მერიის წარმომადგენლები, დეპუტატები, მუშაობს მძიმე ტექნიკაც. ადგილზე არის საგზაო დეპარტამენტის და გეოლოგიის სამსახური. გეოლოგებმა დილიდანვე დაიწყეს შესწავლა იმ ლოკაციების, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს და შესაძლოა საჭირო იყოს მოსახლეობის ევაკუაცია. მიმდინარეობს ოჯახების აღწერა. ახლაც არის ჩამონათვალი იმ სახლების, რომლებიც საცხოვრებლად აღარ გამოდგება. რა თქმა უნდა, არცერთი მოქალაქე არ დარჩება საცხოვრებლის გარეშე”, - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო