ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.

უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები და ღელეები, დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ქუჩები, ეზოები, სასოფლო-სამეურნეო ფართობები, თხილნარი. ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები.

მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა შესაბამის სამსახურებთან ერთად ვითარებას ადგილზე ეცნობა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპეციალური კომისიის მიერ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.