ლაშა ფარულავა - შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დანაშაულებრივ გულგრილობაზე

შოვის ტრაგედია არის ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის, „ქართული ოცნების” დანაშაულებრივი უმოქმედობის, გულგრილობისა და კორუფციულო ინტერესების შედეგი - მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დანაშაულებრივ გულგრილობაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, შოვის ტრაგედიაში მთავარი დამნაშავე არის ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი, რომლის პასუხისმგებლობა წინასწარი გაფრთხილების და მონიტორინგის სისტემის დანერგვა იყო.

„შოვის ტრაგედია არის ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის, “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი უმოქმედობის, გულგრილობისადა კორუფციულო ინტერესების შედეგი.

გუშინ ჩვენ მოვისმინეთ, რომ გარემოს დაცვის სააგენტომ 2 აგვისტოს გაუგზავნა სახელმწიფო დაწესებულებებს შეტყობინება, რომ სტიქია მოსალოდნელი იყო, თუმცა მაღალმთიან რეგიონებში, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებს, რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტებს და სხვა დაწესებულებებს არ მოუხდენიათ შესაბამისი ტექნიკის მობილიზება, რაც კიდევ ერთი ფაქტი და მტკიცებულებაა ხელისუფლების დანაშაულის შოვში.

ყველაზე მთავარი დამნაშავე არის ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, რომლის პასუხისმგებლობა იყო წინასწარი გაფრთხილების და მონიტორინგის სისტემის დანერგვა, ევაკუაციის გეგმის მომზადება, რომელიც შოვში მსხვერპლს აგვარიდებდა.

მიუხედავად, 2018 წლის დაპირებისა, რომ ყველა სახიფათო არეალში დამონტაჟდებოდა პრევენციული სისტემა, ტყუილი აღმოჩნდა და მეტიც, 2020 წლის 25 მაისის აუდიტის დასკვნა, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემაზე პასუხისმგებელ უწყებებს, მოუწოდებს სახიფათო მდინარეებსა და ჭალებზე განთავსებულიყო წინასწარი შეტყობინების და მონიტორინგის სისტემა - არ შესრულდა, გაიფლანგა ფული და დრო, მივიღეთ შოვში 32 დაღუპული, 2 დაკარგული და 2 სამძებრო ღონისძიებების დროს გარდაცვლილი.

მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დანაშაულებრივ გულგრილობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მხრიდან დანაშაულის დაფარვაც იქნება შემდგომში გამოძიების საგანი, როცა ქვეყანას ეყოლება დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემა”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი