მერაბ გამყრელიძე - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყლის მიწოდება სრულად აღდგენილია, ხოლო ელექტროენერგია არ მიეწოდება 4 სოფელს, გაზის მიმართულებით 1500 აბონენტია გათიშული

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის განცხადებით, გურიის რეგიონში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, იწმინდება ცენტრალური გზები, რის შემდეგაც დაიწყება შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.

როგორც მან აღნიშნა, ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 4 სოფელია დარჩენილი.

მისივე თქმით, წყლის მიწოდება რეგიონში სრულად არის აღდგენილი, ხოლო ბუნებრივი აირის მიწოდების მიმართულებით ჯერ კიდევ პრობლემებია.

,,დღეის მდგომარეობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყლის მიწოდება სრულად აღდგენილია. გაზის მიმართულებით 1500 აბონენტია ისევ გათიშული და დღეს დილიდან დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები. მეწყერმა ძალიან ბევრი უბანი დააზიანა. ამ წუთისთვის სრულად არ მიეწოდება ელექტროენერგია 4 სოფელს, თუმცა აღდგენითი სამუშაოები გაწმენდით სამუშაოებთან ერთად დაწყებულია. ვინაიდან, ელექტროენერგიის ბოძებია წაღებული და იმის აღდგენასაც, რა თქმა უნდა, ცოტა დრო დასჭირდა. 100 ოჯახია გამოყვანილი და სასტუმროში განთავსებული. გეოლოგების ძალიან დიდი ჯგუფი მუშაობს ოზურგეთსა და ლანჩხუთში. სანამ ყველა ლოკაციას არ ნახავენ, არ შეისწავლიან და დასკვნას არ დავდებთ, კრიტიკული წერტილები, სადაც მეწყრული პროცესებია, ცოტახნით ის სახლები უნდა დავტოვოთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალური გზების გაწმენდა, რომ შევიდეთ შიდა გზებზე. დღეს დაემატა კიდევ რამდენიმე ერთეული ტექნიკა“, - განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო