სახალხო დამცველმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური საცხოვრისები დაათვალიერა

სახალხო დამცველმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური საცხოვრისები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოზურგეთისა და სოფელ მერიის საცხოვრისების ძირითად პრობლემას გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა წარმოადგენს, წვიმის შედეგად იტბორება სარდაფები, დაზიანებული ფასადების გამო ინესტება საცხოვრებელი ოთახები, სადაც ასთმით დაავადებული მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ.

„საცხოვრისებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც ცხოვრობენ, თუმცა შენობის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრი არ არის ადაპტირებული მათთვის.

ოზურგეთის საცხოვრისში წლებია უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ ომის ვეტერანები, ხანდაზმულები, საბუთების არ მქონე პირები, რომლებიც ვერ სარგებლობენ სახელმწიფო სერვისებით.

სახალხო დამცველს შეფასებით სოციალური საცხოვრისების საკითხი მწვავედ დგას ჩვენ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს დროული რეაგირება აღნიშნულ გამოწვევაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო