„საქართველოსთვის“ - მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე

პარტია „საქართველოსთვის“ მიმართავს საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე და საზოგადოებას უმოკლეს ვადაში მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია.

პარტია განცხადებაში ეხმაურება მედიის ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზიტებისთვის გამოყენების თაობაზე და „ოცნების ელიტური კორუფციის მორიგ მძიმე ფაქტს“ უწოდებს.

„მომხდარი კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რატომ თქვა უარი ხელისუფლებამ რეალურად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაზე. ოცნებამ მოსპო ყველა არსებული ბერკეტი, რათა თავისუფლად გაეგრძელებინა კორუფციული საქმიანობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში.

მოქმედი სისტემის პირობებში, კორუფციის გამოძიება პროკურატურის მანდატია. მივმართავთ საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე და საზოგადოებას უმოკლეს ვადაში მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია. გამოძიების დაწყებაზე უარი კიდევ ერთხელ იქნება აღქმული, როგორც ხელისუფლებისადმი მორჩილება და ოცნების ინტერესების გატარება, რაც კიდევ ერთხელ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მართლმსაჯულების სისტემას, რომლის დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

მომხდარს ობიექტური გამოძიებით დადასტურება-უარყოფა სჭირდება, რაც პროკურატურის კომპეტენციაა და არა მთავრობის ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების.

ასევე, ჩვენი გუნდი უახლოეს დღეებში პარლამენტში წარადგენს ინიციატივას, რომლითაც გაფართოვდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ნათესავების წრე, რომელთაც თავიანთი ქონების წარმომავლობის დასაბუთება მოუწევთ.

არსებული კანონმდებლობა საშუალებას აძლევს კორუფციაში ჩართულ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, გადამალონ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება საკუთარ ნათესავებზე ქონების ფიქტიურად გადაფორმების გზით.

პარტია „საქართველოსთვის“ დღესაც და მომავალშიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ელიტური/პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლისთვის.

პასუხისმგებლობას ხალხის ფულის მოპარვისთვის ვერავინ გაექცევა. დღეს, ქმედითი სისტემის არ არსებობის პირობებში, ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოასწროს და დააგროვოს, ხოლო ნაცმოძრაობა, ხელისუფლების მფარველობით, ცდილობს მის კორუფციულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას გაექცეს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის ჩვენს მიერ დაწყებული პროცესი და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება უზრუნველყოფს, რომ კორუფციისთვის პასუხი ყველამ აგოს და დანაშაულებრივი გზით, როგორც ნაცმოძრაობის, ისე ოცნების მიერ მოპოვებული ქონება დაუბრუნდეს ხალხს”, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

საპასუხოდ მთავრობის სტრატკომმპა დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ სიუჟეტს და დეზინფორმაცია უწოდა.

სტრატკომის ინფორმაციით, რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. ამასთან, მთავრობის სტრატკომი განმარტავს, რომ თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე, რომელსაც აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები მათ შორის, კომერციული და კერძო პირებისგან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო