გიგი წერეთელი - ნათელია, რომ ბრიუსელში გადაწყვეტილებას არც შანტაჟით მიიღებენ და არც მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესით

ნათელია, რომ ბრიუსელში გადაწყვეტილებას არც შანტაჟით მიიღებენ და არც მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესით,-ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი.

მისი განცხადებით, მაშინ, როცა რამდენიმე თვეში უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, ამ შესაძლებლობის სათანადოდ არგამოყენება და პირიქით, კონფრონტაციული ატმოსფეროს შექმნა, კიდევ უფრო აზიანებს პროცესს და არარეალურს ხდის სასურველი შედეგის მიღწევას.

"ბორელმა პრაქტიკულად ყველაფერი თქვა, რაც უნდა ეთქვა, დიპლომატიურად, მაგრამ გასაგებად და მკაფიოდ. საპასუხოდ, ხელისუფლებამ თქვა ყველაფერი, რაც არ უნდა ეთქვა. ნათელია, რომ ბრიუსელში გადაწყვეტილებას არც შანტაჟით მიიღებენ და არც მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესით.

ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თუმცა ბორელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მთავარი რეკომენდაციების შესრულებაა და საერთაშორისო პრინციპების ერთგულება. ეს საქმით უნდა დამტკიცდეს და არა უბრალოდ ხმამაღალი განცხადებებით.

“ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ, ჩვენ გვეკუთვნის სხვაზე მეტად”, სამწუხაროდ, არ კმარა და არც სერიოზულად უყურებს ვინმე გადაწყვეტილების მიმღები. ამ პროცესის მონიტორინგი და შეფასება კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება, რეალური რეფორმების გატარებას და არა იმიტაციას.

სამწუხაროდ, საქართველოს დასავლელ პარტნიორებს კიდევ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ ამ მმართველობის პირობებში, საქართველო ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიმართულებით პროგრესს შეძლებს, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესშია", - განაცხადა წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო