სს „ბანკი ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, აჭარაში ტურისტული კომპლექსი „შალე კვირიკე“ გაიხსნა

სს „ბანკი ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით აჭარის რეგიონში გაიხსნა ახალი უნიკალური ტურისტული კომპლექსი „შალე კვირიკე“, რომელიც ყველასათვის უკვე კარგად ნაცნობი მულტიფუნქციური სასტუმრო კომპლექსის - "შატო კვირიკეს" ერთგვარი გაგრძელებაა.

კომპანიამ ორივე პროექტზე 7.5 მლნ ლარის ოდენობის სესხი აიღო სს „ბანკი ქართუდან“ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ მიმართულების ფარგლებში, მთლიანმა ინვესტიციამ კი 20 მლნ ლარი შეადგინა.

შატო კვირიკე 6 ჰექტარზე გაშენებული დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსია, რომელიც ქობულეთში, უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში, ზღვასა და მთას შორის მდებარეობს. სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს მთავარი შენობა 23 თანამედროვე ნომრით, კერძო ვილა, ღია აუზი და მის ირგვლივ განლაგებული 15 უნიკალური ხის კოტეჯი საქართველოს სხვადასხვა კუთხეების სახელებით.

„შალე კვირიკე“ აჭარაში, კვირიკეს მთებში, რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლოკაციაზე - ზღვის დონიდან 1050 მეტრზე, შავი ზღვის სანაპიროდან კი 12 კილომეტრში მდებარეობს. შალე კვირიკე გათვლილია წელიწადის ოთხივე სეზონზე. კომპლექსი აერთიანებს რესტორანსა და 20 ხის კოტეჯს - პანორამული ხედებით კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპიროზე. დღის უდიდესი დროის განმავლობაში „შალე კვირიკე“ ღრუბლებში ექცევა, რაც ცხელ ზაფხულში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. ეს არის მთა, რომელიც გიხმობთ, გელით და უამრავ დაუვიწყარ ემოციას გპირდებათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის https://tg.ge/ge/chalet/

ბანკი ქართუს მისიაა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დარგების განვითარებაში წვლილის შეტანა და ის მომავალშიც გააგრძელებს პერსპექტიული პროექტების დაფინანსებას.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო