ირაკლი კობახიძე - პრემიერის იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე, ღარიბაშვილს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან - არის უსუსური მცდელობა, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა გადაფარონ

პრემიერის იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე - ირაკლი ღარიბაშვილს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან. ხომ ხვდებით, რამხელა სპეკულაციასთან გვაქვს საქმე. სამარცხვინოა ეს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მოთხოვნას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ღარიბაშვილის ამერიკაში ვიზიტისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა.

„პირველ რიგში, მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი. არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. არ ვიცი, აქაც ცდილობენ, რომ გადაეფარონ საკუთარ თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს, მათ ჰყავთ საერთო პატრონი. ეს არის, რაღაცნაირად უსუსური მცდელობა, რომ გადაფარონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. მეტი მიზეზი რეალურად ამ ყველაფერს არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა.

ბიუჯეტიდან არ იყო არცერთი თეთრი გადახდილი. მერწმუნეთ, ყველა ინფორმაცია საჯარო იქნება, არაფრის დამალვის საჭიროება და ინტერესი არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ღიაა. ყველაფერი დეკლარაციაში იქნება ასახული, როგორც შემოსავლებთან და ასევე ხარჯებთან დაკავშირებით. ბიუჯეტიდან ფული თუ არ არის დახარჯული, რა გამოძიებაზეა საუბარი? მე შეგახსენებთ, რომ სწორედ „ნაციონალები“ , ხაზარაძე და სხვები იყვნენ ის ადამიანები,რომლებიც „აპრავებდნენ“ სააკაშვილის მიერ სწორედ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას საკუთარი ინტერესებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვას ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვით, ღარიბაშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს.

„რა შუაშია იმპიჩმენტი? წაიკითხონ კონსტიტუცია. ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ არის დახარჯული და ისინი "აპრავებდნენ" ბიუჯეტის ფულის ხარჯვას საკუთარი კეთილდღეობისთვის. იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე. ეს ხალხი "აპრავებდა" სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას საკუთარი კეთილდღეობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან. ხომ ხვდებით, რამხელა სპეკულაციასთან გვაქვს საქმე. სამარცხვინოა ეს“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა ღარიბაშვილს ჩარტერული რეისის შესასრულებლად თანხა, კობახიძის თქმით, ამაზე პასუხს საზოგადოება მიიღებს, როდესაც გაეცნობა შესაბამის დეკლარაციას. მისივე თქმით, თითოეული თეთრი, შემოსავალი და გასავალი იქნება ასახული ამ დეკლარაციაში.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო