ლანჩხუთის მერი - სტიქიის ზონიდან გამოყვანილია დაახლოებით 200-მდე ადამიანი, გუშინ საღამოს კიდევ 17 მოქალაქე გამოვიყვანეთ და დღესაც რამდენიმე ადამიანმა ითხოვა გამოყვანა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მე-5 დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმშიმი მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სტიქიის ზონიდან წუხელ 17 ადამიანი გამოიყვანეს. როგორც მერმა აღნიშნა, დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანმა მოითხოვა გამოსვლა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე 250 აბონენტია დარჩენილი, ბუნებრივი აირი კი, 357 აბონენტს არ მიეწოდება, ასევე რთული სიტუაციაა წყალმომარაგების კუთხით.

„მე-5 დღეა რაც მობილიზებულია ტექნიკა და აგრძელებს აქტიურ მუშაობას. ვცდილობთ, მაქსიმალურად დროულად იქნას გაწმენდითი სამუშაოები დასრულებული. ლანჩხუთის ცენტრიდან ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია, ხოლო შიდა სასოფლო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მინდა დავაკონკრეტო, აქ არ არის ჯერ აღდგენით სამუშაოებზე საუბარი, აქ არის გაწმენდითი სამუშაოები, რომ მაღალი გამავლობის მანქანამ, სასწრაფო დახმარებამ იმოძრაოს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მიღებული გვაქვს დახმარების სახით სურსათ-სანოვაგე, რომელსაც მოსახლეობას ვურიგებთ. ადგილზე მუნიციპალიტეტსაც აქვს გამოყოფილი შესაბამისი სახსრები. სტიქიის ზონიდან გამოყვანილია დაახლოებით 200-მდე ადამიანი, გუშინ, საღამოს 17 მოქალაქე გამოვიყვანეთ და დღეს რამდენიმე ადამიანმა დამირეკა და ითხოვა გამოყვანა. სამაშველო სამსახური 24 საათს განმავლობაშში მუშაობს, გეოლოგიური დეპარტამენტი სრულად მობილიზებულია“, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო