ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ „განწყობა არის ძალიან ოპტიმისტური“

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის შემდეგ „განწყობა არის ძალიან ოპტიმისტური“.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, სწორედ ეს ვიზიტი დაეხმარება ქვეყანას იმაში, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„განწყობა არის ძალიან ოპტიმისტური. ბატონი ბორელის ვიზიტი საქართველოში გამოირჩეოდა განსაკუთრებული მნიშვნელობით და დატვირთვით, ასევე, დროის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, რადგან ჩვენმა მოსახლეობამ იცის, რომ ოქტომბერში ველოდებით ევროკომისიის შეფასებას. სწორედ ბატონი ბორელის ვიზიტი მის გუნდთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ მათთან ვისაუბრეთ ყველა იმ პრიორიტეტზე, რომელიც გაწერილია საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან. მათ გავაცანით ის უზარმაზარი სამუშაო, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, მმართველმა გუნდმა, მთავრობამ გაწია იმისთვის, რომ ეს პრიორიტეტები შესრულდეს. არის საკითხები, რომელზეც ევროკავშირმა და საქართველომ კიდევ უფრო მეტად უნდა დააახლოონ პოზიციები იმისთვის, რომ საბოლოოდ შევჯერდეთ ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტის მიმართულებით. სწორედ ეს ვიზიტი დაგვეხმარება ყველას იმაში, რომ ოქტომბერში გვქონდეს პოზიტიური შეფასება და წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო