თორნიკე რიჟვაძე - პრემიერის ამ მოგზაურობაზე არცერთი თეთრი ბიუჯეტიდან არ დახარჯულა - ის დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც საბიუჯეტო რესურსით ხდებოდა მაღალჩინოსნების პირადი მოგზაურობის თუ სხვა ხარჯების დაფარვა

[პრემიერის] ამ მოგზაურობაზე არცერთი თეთრი ბიუჯეტიდან არ დახარჯულა, ის დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც საბიუჯეტო რესურსით ხდებოდა მაღალჩინოსნების პირადი მოგზაურობის თუ სხვა ხარჯების დაფარვა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, საზოგადოება აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებს.

„თქვენს ადგილზე თავს შევიკავებდი, წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ის დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც საბიუჯეტო რესურსით ხდებოდა მაღალჩინოსნების პირადი მოგზაურობის თუ სხვა ხარჯების დაფარვა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოგზაურობას, ამ შემთხვევაში, როგორც მოგეხსენებათ, არცერთი თეთრი ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. ყველა ადამიანს და განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მეთაურს, აქვს სრული უფლება საკუთარი ხარჯებით დაფაროს ყველაფერი ის, რასაც საჭიროდ და მიზანშეწონილად მიიჩნევს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დეკლარაცია იქნება შევსებული და საზოგადოება ძალიან კარგად ნახავს ამ ხარჯების წარმომავლობასაც. ამიტომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პარალელი გაევლოს იმ ფუქსავატობასა და მათ შორის დანაშაულებრივ ქმედებას შორის, რასაც წინა ხელისუფლების დროს ყოველდღიურად ვაწყდებოდით, ამ პარალელის გავლება შეუძლებელი იქნება”,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისა და ევროკომისის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის ვიზიტთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპულ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს იქნება მიღწეული.

„ჯოზეფ ბორელმა ბევრი საინტერესო რამ თქვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის არჩევანი, რომელიც არის ევროპულ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, იქნება მიღწეული სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს.

რაც შეეხება ამ პროცესებს(პრეზიდენტის იმპიჩმენტის), არის წმინდა სამართლებრივი, ფორმალური პროცესი და ამას არაფერი აქვს საერთო ფართო პოლიტიკასთან. ამ შემთხვევაში, შედეგებს უნდა დაველოდოთ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, თუმცა ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ შემთხვევაში, საქმე გვქონდეს, კონსტიტუციასთან შეუთავსებელ საქმიანობასთან”,- აღნიშნა რიჟვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო