სამინისტრო - ბაკურიანში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში სხვადასხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტები საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 25.2 მილიონი ლარია. სამუშაოები მოიცავს ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქუჩებისა და არსებული შენობების რეაბილიტაციას, გარე განათების მოწყობას და სხვა.

„ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია. პარკის ტერიტორია დაიყოფა სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. რეკრეაციულ პარკში შეიქმნება ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს გახდის პარკში დროის გატარებას, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ისე დაბის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის.

პარკის ინფრასტრუქტურა მორგებული იქნება შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.

პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე პროექტის სამუშაოები, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები ბორჯომის, 9 აპრილის, თავისუფლების, მთის, რუსთაველის, აღმაშენებლის ქუჩებზე უკვე დასრულებულია. პროექტის ფარგლებში მოეწყო ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და გარე განათების სისტემა. მეორე ეტაპით დაგეგმილი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს 9 აპრილის, ბორჯომის, თავისუფლების და აღმაშენებლის ქუჩებზე.

დაბა ბაკურიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები კურორტს უფრო მეტად მიმზიდველს და კომფორტულს გახდის ვიზიტორებისა და სტუმრებისთვის წელიწადის ოთხივე სეზონზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024