პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, ვინც მომხრე იქნება იმპიჩმენტის, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი

დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, ვინც მომხრე იქნება იმპიჩმენტის, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი - „ქართულ ოცნებას“ მოუწევს პასუხის გაცემა, თუ რატომ ახორციელებენ როგორც სიტყვით, ასევე უკვე საქმით, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების მესიჯბოქსს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელმოწერების ნამდვილობა დაადგინეს.

მისი თქმით, რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს პრეზიდენტის შესახებ გაჟღერებული გზავნილიდან რამდენიმე დღეში "ქართულმა ოცნებამ" იმპიჩმენტი დაიწყო, რაც ყველაფერს ნათელს ხდის, "დამნახავი ამას დაინახავს" და "მეორე ვარიანტი არ არსებობს“.

„დღეს ჩემი აქ მოსვლის მიზეზია ის, რომ მენახა ხელმოწერები, რომლითაც "ქართული ოცნება" და უმრავლესობა აპირებს სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, რომელიც დაიწყო ზუსტად ამ ხელმოწერებით, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. დაიწყო ლუსტრაცია იმის, თუ ვინ იქნება ამის მხარდამჭერი და ვინ აუბამს მხარს ამ პროცესს. ეს არჩევანი განპირობებულია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანით, რომელიც გამყარებულია ასევე კონსტიტუციით. ვინც მომხრე იქნება იმპიჩმენტის, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი. "ქართულ ოცნებას" და უმრავლესობას მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა, თუ რატომ ახორციელებენ როგორც სიტყვით, დღეიდან უკვე, როგორც ჩანს, საქმით, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების მესიჯბოქსს, რომ მათ საქართველოში გარდა პრეზიდენტის აქტივობისა, ყველაფერი აკმაყოფილებთ და ამის შემდეგ რამდენიმე დღეში იწყება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი. ყველაფერი ნათელია, ვისაც დანახვა უნდა, დაინახავს, ვისაც გაგება უნდა გაიგებს, მეორე ვარიანტი არ არსებობს“, - განაცხადა მსხილაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ