შალვა პაპუაშვილი - „ლელოს“ და ზოგადად, ოპოზიციის ინიციატივა პრემიერის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, მოქალაქეებს დაანახებს ამ პოლიტიკური ჯგუფების არასერიოზულობას

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილმა პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საკითხზე საუბარი, მმართველი ძალის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის საპირწონედ დაიწყო.

როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, პრემიერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება კიდევ ერთხელ აჩვენებს ინიციატორი პოლიტიკური ჯგუფების არასერიოზულობას.

„რაც შეეხება „ლელოს“ და ზოგადად, ოპოზიციის ინიციატივას იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ, საბოლოო ჯამში, მოქალაქეებს დაანახებს ამ პოლიტიკური ჯგუფების არასერიოზულობას. არანაირი საფუძველი იმპიჩმენტის პროცესის დაწყების, არ აქვთ, თუ არადა, აქ არიან და ჩამოაყალიბონ, რომელ საფუძველს ეყრდნობიან. ხაზგასმით ითქვა, რომ საბიუჯეტო თანხის არც ერთი თეთრი არ დახარჯულა და ეს ხარჯები სრულად იყო დაფარული პრემიერის მიერ. მათ შორის, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არც იმ საგამოძიებო რეპორტაჟში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობითაც კი, რომელიც ამ დროს არის ხოლმე, როგორც წესი, გამოყენებული, როგორც დასაბუთება, არც იქ თქმულა, რომ ბიუჯეტის თანხა დაიხარჯა. ყველა ხარჯისა და შემოსავლის, როგორ მოხდა ამის დაფინანსება, მოხდება ამის დეკლარირება.

ეს არის პასუხი კონსტიტუციის უხეში დარღვევის გამო დაწყებული საიმპიჩმენტო პროცედურისა, რომელიც წამოიწყო საპარლამენტო უმრავლესობამ. ეს არის პასუხი, რომ გადაიტანონ ყურადღება ამ თემაზე და თითქოს საპირწონე შექმნან საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევის პრეცედენტისა.

გაკეთდა განმარტება ყველა პასუხისმგებელი პირის მიერ, რომ არც ერთი თეთრი საბიუჯეტო თანხებისა არ დახარჯულა და, რა თქმა უნდა, ამ განმარტებას ჩვენ ვენდობით და საზოგადოებაც, რა თქმა უნდა, ენდობა, ვინც არც ენდობა, განაცხადეს გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომ აპირებენ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებას და წამოიწყონ, ვნახოთ რა დასაბუთება ექნებათ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ლელო" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოდის.

როგორც "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ შეიძლება დღეს, როცა საქართველო ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებას ელის, „ქვეყანას მის ისტორიაში ყველაზე უფრო კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს და საზოგადოებასა და ოპოზიციას ამაზე რეაგირება არ ჰქონდეს“.

სამადაშვილის ინფორმაციით, ღარიბაშვილის იმპიჩმენტის საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს დღეიდან იწყებენ

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო