ქუთაისის მერმა ტალინში, 2023 წლის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის დედაქალაქში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისის მერმა ტალინში, 2023 წლის „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტში სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„სამიტის მიზანი იყო ციფრულ ეპოქაში ღია მმართველობაზე ყურადღების გამახვილება, როგორც ტექნოლოგიის პოტენციალზე, რათა მმართველობა და პოლიტიკის შემუშავება გახდეს უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა დემოკრატიულ პროცესებზე, რომელიც გულისხმობს მოქალაქეებისთვის შესაძლებლობების მიცემას, დააფიქსირონ თავიანთი ხმა და წვლილი შეიტანონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ებრძოლონ კორუფციას, მოახდინონ საჯარო მომსახურებების რეფორმირება და დაძლიონ კლიმატური ცვლილებები.

„სამიტის სესიებზე ისაუბრეს OGP –ის 5 წლიან სამოქმედო გეგმაში შემავალ თემებთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხრიდან არსებულ ხედვებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ქუთაისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია იმ ხუთ ადგილობრივ თვითმმართველობას შორის, რომელიც OGP-ის 2016-2018 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას შეუერთდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“