შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მელინე არაკელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა მელინე არაკელიანს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა საქართველო-ნიდერლანდებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე მუშაობაში.

„შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობა და გამოიხატა ამ პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მზაობა. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე დაძმობილების პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობისა და ფისკალური მმართველობის გაძლიერებას.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

მელინე არაკელიანმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მზად არის, ყველა მხრივ დაეხმაროს საქართველოს“,- ნათქვამია ინფორმაცვიაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა