ილია დარჩიაშვილი - საპატიო კონსულების ინსტიტუტი ეხმარება ჩვენს ქვეყანას საზღვაგარეთ უკეთესად წარმოჩენასა და ეკონომიკურ განვითარებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეფასებით, საპატიო კონსულების როლი და მათი ჩართულობა საქართველოს მხარდაჭერაში, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რათა ქვეყანა უფრო უკეთესად წარმოჩნდეს საზღვარგარეთ და საქართველომ უფრო მეტი მეგობარი და ინვესტორი შეიძინოს.

„საპატიო კონსულების ინსტიტუტს ჩვენ შედეგიანად ვიყენებთ და ეს ეხმარება ჩვენს ქვეყანას უკეთესად წარმოჩენაში და ეკონომიკურ განვითარებაში. ბათუმში დღეს ჩატარებული კონფერენცია იქნება ახალი იმპულსი, ახალი შესაძლებლობები ამ მიმართულებით და საპატიო კონსულებიც უფრო მეტად მოტივირებულები შეძლებენ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და მის გუნდს განსაკუთრებული მასპინძლობისა და ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერით კონფერენციამ წელს დამატებითი შინაარსი შეიძინა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს შევძელით და ჩავატარეთ საპატიო კონსულების კონფერენცია ბათუმში. ჩვენ უკვე ტრადიციად ვაქციეთ საზღვარგარეთ მყოფი საპატიო კონსულების საქართველოში ყოველწლიური კონფერენცია და ვიზიტი, რომელიც რა თქმა უნდა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მათთან ყოველწლიურ რეჟიმში ვიმუშაოთ იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელიც არსებობს ქვეყნის თვალსაზრისიდან გამომდინარე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 9-11 სექტემბერს, ბათუმი საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციას მასპინძლობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მსოფლიოს ორმოცზე მეტი ქვეყნის საპატიო კონსული მონაწილეობს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა