ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 107-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოვლით გზაზე აღდგა

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 107-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოვლით გზაზე აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დროებითი შემოვლითი გზით.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამასთან, უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.