ვასო ურუშაძე - დღეს უნდა აკავებდნენ „ქართული ოცნების“ კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს, ამ დროს კი აკავებენ იგორ ნარმანიას მსგავს ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან

დღეს უნდა აკავებდნენ ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს, ამ დროს კი ისინი აკავებენ იგორ ნარმანიას მსგავს ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

ვასო ურუშაძის თქმით, კორუფცია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მთავარი საყრდენი და ფუნდამენტია.

ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული „კლანი“, მისი განშტოებები პრემიერ-მინისტრის, პროკურატურის. შს მინისტრის სახით ფაქტია, რომ გვპარავენ ბიუჯეტს და იპარავენ ხალხის ფულს, იპარავენ საქართველოს მომავალს, პერსპექტივას, იპარავენ იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია და დღეს უკვე ვნახეთ, რომ იპარავენ სტუდენტებს, ახალგაზრდებს, იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ ამ უსამართლობას. დღეს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს უნდა აკავებდნენ და პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ, რომ თეთრზე შავით წერია ის სავარაუდო დანაშაულები, რომელიც ჩაიდინა ირაკლი ღარიბაშვილმა, გამოიყენა სახელმწიფო რესურსი, სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავი პირადი ინტერესებისთვის, პირადი მიზნების განსახორციელებლად და მაშინ, როცა საგამოძიებო უწყებები უნდა ინტერესდებოდეს ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციული საქმეებით და თუ ვინმე არის დღეს დასაკავებელი, არის ირაკლი ღარიბაშვილი და კორუმპირებული „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, ისინი აკავებენ სტუდენტებს, რომლებიც იბრძვიან ამ უსამართლობის წინააღმდეგ და იგორ ნარმანია არის ის გამორჩეული ახალგაზრდა, რომელიც იბრძვის საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ და კორუფცია, რომელიც არის ჩვენი სახელმწიფოს მტერი, რომელიც არის მთავარი საყრდენი და ფუნდამენტი ბიძინა ივანიშვილის გახრწნილი ოლიგარქიული რეჟიმის არის დასამარცხებელი და ვერც იგორ ნარმანიას დაკავებით, ვერც ჩვენი დევნით, დაჭერით და პერფორმანსით, რასაც ახლა აკეთებენ, რომ ერთი იზოლატორიდან გადაჰყავთ მეორე იზოლატორში და ფაქტობრივად მოპარული ჰყავთ იგორ ნარმანია, ვერაფერს ვერ მიაღწევენ, ამით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ”, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, სახალხო დამცველი აღარ ეხმაურება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ და უზღუდავენ ადვოკატის უფლებას.

„მე დავრეკე ცხელ ხაზზე სახალხო დამცველთან ერთი საათის წინ, ახლაც დავრეკე, მაგრამ ჯერჯერობით სახალხო დამცველის აპარატი პასუხს არ მაძლევს, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. მე დიდი ხანია აღნიშნულ საქმეში ვარ, აღნიშნულ აქტივისტებს ვიცავ და წინა სახალხო დამცველი, როდესაც დავრეკავდი ადვოკატების იმედი იყო, რომ დაგვხმარებოდა, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სახალხო დამცველი აღარ გვეხმარება და აღარ ეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ და უზღუდავენ ადვოკატის უფლებას“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, პოლიცია აკეთებს ყველაფერს, რომ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის „რუსული მმართველობა“ ბოლომდე გაამართლოს.

„ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე ვერ იხდის სწავლის გადასახადს და ვერ მიდის უნივერსიტეტში და ამ დროს, ირაკლი ღარიბაშვილი, ღარიბი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თავს უფლებას აძლევს სახელმწიფო ბალანსზე არსებული საჰაერო ხომალდით მიფრინავს ამერიკაში მიჰყავს ოჯახი, რომ ვაჟი მიიყვანოს უნივერსიტეტში. ეს არის არნახული კორუფციული ფაქტი და ქვეყნის პატრიოტები ამ საპყრობილეს დატოვებენ და აუცილებლად დამნაშავეები შევლენ ამ ციხეში. კეთილსინდისიერი მოქალაქეები ამ ქვეყანაში გაიმარჯვებენ და კორუმპირებული მმართველობა ამ ქვეყანაში დასრულდება. იგორ ნარმანია არის პატრიოტი, რომელიც აპროტესტებდა ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციულ, კონკრეტულ ფაქტს და სწორედ ამიტომ მოხდა მისი დაკავება და პოლიცია აკეთებს ყველაფერს, რომ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის ეს რუსული მმართველობა ბოლომდე გაამართლოს და აღასრულოს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო