საავტომობილო გზების დეპარტამენტი - საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე ადიდებულმა ხევმა სავალი ნაწილი დააზიანა, რის გამოც  მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე ადიდებულმა ხევმა სავალი ნაწილი დააზიანა, რის გამოც  მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 31-ე კმ-ზე (სოფ. ბუკნართან), ადიდებულმა ხევმა არსებული მილხიდი და გზის სავალი ნაწილი დააზიანა.

აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტარნსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამ ეტაპზე, შესაბამისი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება.