სალომე სამადაშვილი - პრემიერის  იმპიჩმენტის წარდგინებაზე ხელის არმოწერა ნიშნავს, რომ მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავ - ასეთი დეპუტატი ალბათ, საზოგადოებას აუხსნის, რატომ ვერ ხედავს ღარიბაშვილის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან იმპიჩმენტით გადაყენების წარდგინებაზე ხელის არმოწერა ნიშნავს იმას, რომ მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავ - დეპუტატი, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურისთვის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ალბათ, საზოგადოებას აუხსნის, რატომ ვერ ხედავს ღარიბაშვილის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს, - ეს განცხადება “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სამადაშვილის აზრით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ღარიბაშვილმა პირადი მიზნებისთვის სამთავრობო თვითმფრინავით ისარგებლა და ამაში ასობით ათასი ლარი დახარჯა, დგება საკითხი, უნდა დარჩეს თუ არა ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

“დეპუტატები, რომლებიც ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის მოთხოვნას ხელს არ მოაწერენ, ამით საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არ მიაჩნიათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, არ მიაჩნიათ, რომ ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას არ უნდა იკავებდეს.

ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ხელთ ოპოზიციას აქვს და შეუძლია მისი გამოყენება, არის პრემიერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. ეს არის პოლიტიკური განაცხადი, პოლიტიკური შეფასება, რომ არ ვაპირებთ კორუმპირებულ, კანონდამრღვევ პრემიერს შევეგუოთ.

ის თუ როგორ გაგრძელდება პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში იქნება თუ არა ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადაყენებისათვის საკმარისი ხმები, ეს მეორადი მნიშვნელობის საკითხია”, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო