ეკა ბესელია - თუ ისეთი კრიტიკული დღე დადგება, რომ მმართველ პარტიას იმპიჩმენტისთვის ხმების მოგროვების შესაძლებლობა გაუჩნდება, დარწმუნებული ვარ, ხალხი, რომელმაც პრეზიდენტს მანდატი მისცა, ამ მანდატის დასაცავად დადგება

თუ ისეთი კრიტიკული დღე დადგება, რომ იმპიჩმენტისთვის ხმების მოგროვების შესაძლებლობა მმართველ პარტიას გაუჩნდება, დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი, რომელმაც მას მანდატი მისცა, დადგება ამ მანდატის დასაცავად, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ბესელია გამორიცხავს, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმების მოგროვებას მოახერხებს, მაგრამ თუ ამას „ქართული ოცნება“ შეძლებს „ძალიან ბევრი ადამიანი პრეზიდენტის მხარეს დადგება“.

„მე ვერ წარმომიდგენია, რომელიმე რეალურმა ოპოზიციონერმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს, მაგრამ ერთი წუთით, რომ დავუშვათ ეს შესაძლებელი გახდეს, დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტს ესეც არ გააჩერებს. კიდევ უფრო მწვავე პროცესის პროვოცირება შეიძლება მოხდეს.

მას შემდეგ, რაც ე.წ. რუსულ კანონს დეპუტატებმა ხელი მოაწერეს, მათ არაფერი აღარ შეაკავებთ. თუ ვინმეს ჰქონდა რაიმე შინაგანი შეუთავსებლობა უკვე იმ კანონპროექტის დროს გამოჩნდა და იქ დასრულდა.

ალბათ, გაიცნეს, რომ ის არ არის ის პოლიტიკოსი, რომელზედაც ასეთი ტიპის ზეწოლას განახორციელებენ, განსაკუთრებით, ეს ხალხი, რომელიც გამბედაობით არასდროს არ გამოირჩეოდა. შეიძლება სხვადასხვა მეთოდით სცადონ, შეიძლება ეს მეთოდი იყოს: არ გაგიშვებ, ვიზიტის მოწყობაში საელჩოები არ დაგეხმარება, რაც ძალიან სამწუხაროა, თუ ასე ხდება. რაღაც პრობლემებს შეგიქმნი, ახლა ალბათ იმპიჩმენტი, რომელიც ერთგვარი შურისძიება უფროა, მაგრამ მათ, ალბათ, უკვე იციან, რომ ზემოქმედების მოხდენა პრეზიდენტზე არის შეუძლებელი. მე მას ერთი ან ორი წელია ხომ არ ვიცნობ, ერთად გამოვიარეთ ქუჩის საპროტესტო აქციების 5 - წლიანი ბრძოლა. ვატყობ, რომ ის მზად არის ამ ენერგიით, რაც ახლა აქვს და მომწონს ეს მზაობა, რომ ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე გააკეთოს ყველაფერი. ვხედავთ, რომ ბორელის ვიზიტი არაფერი არ იყო, გარდა იმ სამი მნიშვნელოვანი გზავნილის ჩამოტანა და სამივე გზავნილი ერთიანდება ერთ სათაურში, რომ ევროპული ოჯახი ხელს უწვდის საქართველოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ახლა ნაბიჯები. მათაც სჭირდებათ აქ დასაყრდენი, ვინც ქართველი ხალხის სახელით ელაპარაკება მათ. ეს გაუგებარი, ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილები, რაც მთავრობის მხრიდან ესმის, ჩვენს ევროპელ კოლეგებს აბნევს. ეს დასაყრდენი არის მათთვის პრეზიდენტი.

თუნდაც ისეთი კრიტიკული დღე დადგეს, რომ იმპიჩმენტისთვის ხმების მოგროვების შესაძლებლობა გაუჩნდეს მმართველ პარტიას, დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი, რომელმაც მას მანდატი მისცა, დადგება ამ მანდატის დასაცავად“, - განაცხადა ბესელიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე: პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში გამოვა თუ არა ქუჩაში ხალხი, რაზეც ბესელია ამბობს, რომ „ამას არ გამორიცხავს“.

„მე ერთ-ერთი ვიქნები, ვინც ამის აქტიური მხარდამჭერი ვიქნები, ასეთი ტიპის სოლიდარობის“, - აღნიშნა ბესელიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო