„ზუმერი“ თაღლითობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე რამდენიმე ყალბი გვერდი გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს ტექნიკას სიმბოლურ ფასად სთავაზობს. სარეკლამო პოსტების აღწერაში ან კომენტარებში უმეტესად ბმულია მითითებული - ტექნიკის “სარფიან” ფასად მისაღებად საეჭვო ვებგვერდზე გადამისამართებული მომხმარებლები პირად საბანკო მონაცემებს ავსებენ და მალევე ანგარიშზე არსებული თანხა სრულად ეჭრებათ.

თაღლითურ სქემაზე ზუმერმა განცხადება გაავრცელა:

საქმე ე.წ. ფიშინგთან, მძიმე კიბერდანაშაულთან, გვაქვს. მომხმარებლების მოტყუების მიზნით, ყალბი გვერდები ზუმერის ლოგოს, ზუმერის მაღაზიებთან მიმსგავსებულ ფოტოებს და ზუმერის გვერდიდან მოპარულ მასალებს იყენებენ. მეტი დამაჯერებლობისათვის პოსტებს თან ყალბი პროფილებიდან დატოვებული სარეკომენდაციო კომენტარებიც ახლავს.

ზუმერის წარმომადგენლების თქმით, შესაბამის ზომებს უკვე მიმართეს - შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის გამოძიება დაიწყო. ყალბი გვერდების დეაქტივაციის მიზნით კომპანიამ Facebook-ს მიმართა. მომხმარებლების ინფორმირებას კი, სხვადასხვა გზით, მათ შორის საინფორმაციო SMS-ების გავრცელებით ცდილობს.

გირჩევთ, გადაამოწმოთ იმ ვებგვერდების სანდოობა, რომელზეც სასურველი ტექნიკის ყიდვას აპირებთ. მოერიდეთ საეჭვო შეთავაზებებში მითითებულ ბმულებზე გადასვლას და ნუ შეიყვანთ საბანკო მონაცემებს მსგავს ვებგვერდებზე. თუ უკვე მიუთითეთ თქვენი საბანკო მონაცემები არასანდო ვებგვერდზე, გირჩევთ, დაბლოკოთ საბანკო ბარათი და დაუკავშირდეთ თქვენს ბანკს.

(R)

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში