„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ აგვისტოს საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

„სილქნეტის“ მიერ დაფუძნებული „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ მხარში უდგას ქართველ ვეტერანებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს - ჯანმრთელობის, განათლებისა და ადაპტირების საკითხებში.

დღეისათვის, ფონდის ბენეფიციართა რიცხვი რადენიმე ასეულს უტოლდება, რისთვისაც ფონდის სახსრებიდან 2,226,643.95 ლარია დახარჯული:

ადაპტირება 16,502.22

არასრულწლოვან შვილთა დაფინანსება 157,349.51

მედიკამენტები 119,595.09

ოპერაცია 236,165.36

რეაბილიტაცია 21,698.00

რეაბილიტაციის კურსები 35,307.72

საზღვარგარეთ მკურნალობა 1,211,750.35

სამედიცინო კვლევები 43,713.74

სამედიცინო საგნის შეძენა 167,073.92

სასწავლო კურსების დაფინანსება 17,520.25

სხვადასხვა 18,447.80

სტომატოლოგიური მომსახურება 116,525.00

ჰოსპიტალისთვის აპარატურის შეძენა 64,995.00

ფონდი საქმიანობას სილქნეტის ყოველწლიური შემოწირულობისა და ბიზნესის, ასევე საზოგადოებისა და მთავრობის მხრიდან ჩართულობით ახორციელებს. ფონდის მიზანია, ეს საქმიანობა გახადოს საყოველთაო და უზრუნველყოს საზოგადოების განსაკუთრებით ფასეულ წევრთა ღირსეული ყოფა.

2023 წელს არაერთმა კომპანიამ და კერძო პირმა შემოსწირა თანხა ფონდს, რამაც, სილქნეტის ყოველწლიურ 300 000 ლართან ერთად, 730 000 ლარი შეადგინა. 2023 წლის დასაწყისიდან, აგვისტოს ჩათვლით, დაფინანსდა 44 დაჭრილი მებრძოლი. აქედან 14 ვეტერანია, 30 - სამხედრო მოსამსახურე. ფონდმა 364,148.66 ლარი მოახმარა ოპერაციების, სამედიცინო კვლევების, მედიკამენტების შეძენის, სასწავლო კურსებისა და სხვა საჭიროებების უზრუნველყოფას:

არასრულწლოვან შვილთა დაფინანსება 18,269.07

მედიკამენტები 7,595.43

ოპერაცია 14,117.00

რეაბილიტაცია 210.00

რეაბილიტაციის კურსები 19,486.32

საზღვარგარეთ მკურნალობა 179,024.64

სამედიცინო კვლევები 948.70

სამედიცინო საგნის შეძენა 3,180.00

სასწავლო კურსების დაფინანსება 2,484.50

სხვადასხვა 2,993.00

სტომატოლოგიური მომსახურება 50,845.00

ჰოსპიტალისთვის აპარატურის შეძენა 64,995.00

ფონდის სამომავლო მიზნებში შედის, ასევე, დაჭრილ მებრძოლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე მუშაობა. გარდა ამისა, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ თანხებს გამოყოფს დაჭრილთა მეუღლეების მხარდასაჭერად. შესაბამისი ცვლილებები ფონდის კრიტერიუმებში 2023 წლიდან შევიდა. ფონდი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამაზე მუშაობს, რისთვისაც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ბრიტანული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისგან- Invictus Games Foundation - მიღებული გრანტით, შეიძინა 10 ერთეული მჯდომარე კალათბურთის ეტლი დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის. გუნდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და სხვადასხვა ასპარეზობაში მონაწილეობს, სადაც ღირსეულ მეტოქეობას უწევს სხვა ქვეყნების უძლიერეს გუნდებს სპორტის არაერთ სახეობაში. ეტლების საქართველოში ტრანსპორტირება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისთვის“ სილქნეტმა უზრუნველყო. ამჟამად, გუნდი მონაწილეობს „ძლიერთა თამაშებში“, რომელიც დუსელდორფში იმართება. ბრიტანული ფონდ Invictus Games Foundation-ისგან მიღებული გრანტით შეძენილი ეტლები, თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, რაც მნიშველოვნად დაეხმარა საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა გუნდს სათანადო მომზადებაში. ფონდისთვის ძალიან საამაყოა ამ სასარგებლო საქმეში მონაწილეობა და განსაკუთრებულ მადლობას უცხადებს Invictus Games Foundation-ს გაწეული მხარდაჭერისთვის.

„ძლიერთა თამაშები“ 9-დან 16 სექტემბრის ჩათვლით იმართება დუსელდორფში და მას გერმანიის შეიარაღებული ძალები მასპინძლობს. შეჯიბრში 21 ქვეყნიდან 500-მდე დაჭრილი მებრძოლი იღებს მონაწილეობას. ასპარეზობები 10 სხვადასხვა დისციპლინაში იმართება. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ წარმატებებს უსურვებს საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა გუნდს.

ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, შეუერთდეს „დაჭრილ მებროლთა თანადგომის ფონდის“ საქმანობას და ამით მხარში დაუდგეს დაჭრილ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს. მოქმედებს ფონდის საქველმოქმედო ნომერი - 0 091 777 771. ზარის ღირებულება 1 ლარია. შესაძლებელია ფონდის ვებ გვერდიდან ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა შესაბამის ანგარიშზე.

(R)

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით