ბსუ-ში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XIII საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XIII საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ექვსდღიან კონფერენციაში საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების 300-ამდე მეცნიერი მონაწილეობდა.

„წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებები ხელს შეუწყობს ინფორმაციის გავრცელებას, თანამშრომლობის გაძლიერებას, საქართველოში მიმდინარე მათემატიკური კვლევებისა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას. საუკეთესო ნაშრომები საერთაშორისო ჟურნალში - „Journal of Mathematical Sciences” (Springer) გამოქვეყნდება.

კონფერენციაზე შერეული ფორმატით 11 პარალელური სექცია მუშაობდა: ალგებრა და რიცხვთა თეორია; გამოყენებითი მათემატიკა, ინფორმატიკა და გამოთვლები გარემოს შემსწავლელ მეცნიერებებში; დიფერენციალური განტოლებები და გამოყენებები; გეომეტრია და ტოპოლოგია; ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი; მათემატიკური განათლება და ისტორია; მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული მათემატიკა; მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი; მათემატიკური ფიზიკა; ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა; ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი.

სამეცნიერო კონფერენცია ტრადიციულად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და იგი იმართება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საერთაშორისო მათემატიკოსთა კავშირის (IMU) მხარდაჭერით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო