„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ხარაგაულისა და კოპიტნარის სამხედრო ბაზის გგს-ებში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ხარაგაულისა და კოპიტნარის სამხედრო ბაზის გაზაგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 14 სექტემბრის 12:00-დან 13:00-საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა შეფერხდეს დაბა ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ძირულა, ვარძია, ჯაფაროული, ჩხერი, ისლარი, ფარცხნალი, თეთრაწყარო, ახალსოფელი, საქარიქედი, ბაზალეთი, ლაშე, კიცხი, ხოლო 15 სექტემბრის 12:00დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა შეფერხდეს კოპიტნარის სამხედრო ბაზაზეც.

„ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება