შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ კირსტი ნარინენს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და ფინეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, კერძოდ, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესსა და მოლოდინებზე. ხაზი გაესვა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობასა და ვიზიტის შედეგებს.

მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებაზე და ამ მხრივ შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი