ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით, უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს და რადიკალურ ოპოზიციას ესაუბრება

სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით, უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს, ესაუბრება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ დადგება იმ ადამიანის მხარეს, რომელსაც თავის დროზე მას მოღალატედ აცხადებდა.

სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით, უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს, ესაუბრება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს მისი საქმეა. 100 ხმის რესურსი პარლამენტში არ არის, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რა თქმა უნდა, დადგება იმ ადამიანის მხარეს, რომელსაც თავის დროზე მოღალატედ აცხადებდა, რეზიდენტად. ეს ხომ წარმოუდგენელია? მაგრამ, მათ ჰყავთ საერთო პატრონი. ასეთ დროს შეიძლება ნებისმიერ მორალურ კომპრომისზეც კი წახვიდე, შეიძლება იმის აღიარება მოგიწიოს, რომ თავის დროზე, 2018 წელს, სამ მილიონ ამომრჩეველს ატყუებდი. რა გამოდის? თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ გადააყენებს სალომე ზურაბიშვილს, თუ მხარს არ დაუჭერენ, გამოდის, რომ 2018 წელს სამ მილიონ ამომრჩეველს ტყუილი უთხრეს, ტყუილი იმის შესახებ, რომ ზურაბიშვილი მოღალატე და რეზიდენტი იყო. ხვალ შეიძლება იმის აღიარებაც მოუწიოთ, რომ როდესაც ჩვენ გვეძახიან პრორუსულს, ესეც ცარიელი ტყუილია. იტყუებიან, შემდეგ აიძულებენ, რომ საკუთარი ტყუილი უკან წაიღონ. როცა აგენტი ხარ, სხვა რესურსი არ გაქვს. აგენტის თავისუფლების სივრცე შეზღუდულია. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი დეპუტატები მობილიზებულები იყვნენ იმპიჩმენტის პროცედურისთვის. არ გვაინტერესებს ოპოზიციასთან ამ თემაზე მუშაობა. მთავარია, საზოგადოებამ დაინახა, რომ ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. მან ეს აღიარა, როდესაც გამოაცხადა, რომ შესაბამის ქვეყნებში საკუთარი სახსრებით ჩავიდა. თუ ვიზიტი ლეგიტიმური იყო და კონსტიტუციური, მაშინ რატომ არ დახარჯა ბიუჯეტის ფული?“- აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი 12 სექტემბერს შევიდა.

„კონსტიტუციით არის დადგენილი ვადები. კონსტიტუციაში მითითებულია, რომ წარდგენების შესვლიდან ერთ თვეში უნდა განიხილოს ყველაფერი საკონსტიტუციო სასამართლომ. 12- ში შევიდა, შესაბამისად 12 ოქტომბრამდე აქვს ვადა კონსტიტუციის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს. დაველოდოთ 12 ოქტომბერს. ამის შემდეგ გაიმართება საპარლამენტო განხილვა“,- აღნიშნა კობახიძემ.

სტეპან გრიგორიანი - უახლოეს 2-3 თვეში არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
კახა ოქრიაშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს
კახა ოქრიაშვილი - 2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?