გურიის გუბერნატორი - სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, საერთო ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა, ისინი უპასუხისმგებლო განცხადებებით ცდილობენ მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ

8 სექტემბერს, გურიის რეგიონში მოსული ძლიერი ნალექის გამო დაზიანებული სოფელ ხორეთის ხიდი აღდგება, გადაწყვეტილება მიღებულია და სოფელს, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ახალი ხიდი ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ახალი ხიდის აშენებამდე მოსახლეობისთვის ადგილზე დროებითი სამანქანო-საფეხმავლო გზა მოეწყობა.

„გურიის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ, მაქსიმალურად შემცირებულიყო მსხვერპლისა და ზიანის რაოდენობა. მთლიანად რეგიონში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას, დანგრეულია ხიდები, გარემოს მოწყვეტილი იყო მოსახლეობა, თუმცა, ყველასთან მოხდა დაკავშირება. კონტაქტზე არიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სამაშველო სამსახურები.

მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ასევე, მუნიციპალიტეტებსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, მაგრამ სამწუხაროდ რჩება ისეთი მონაკვეთები, სადაც წერტილოვნად გვაქვს შეზღუდვა გადაადგილებასთან დაკავშირებით. მათ შორის, ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი არის სოფელი ხორეთი, სადაც სტიქიამ ფაქტობრივად სრულად გაანადგურა არსებული ხიდი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება და ხიდი აუცილებლად აღდგება. ახალი ხიდი აშენდება, თუმცა, ეს დაკავშირებულია შესაბამის პროცედურებთან. მანამდე კი, მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მოეწყოს ალტერნატიული, დროებითი სამანქანო-საფეხმავლო გზა. ხორეთის მოსახლეობასთან ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში. მათთან, საჭიროებისამებრ, შედის როგორც საკვები პროდუქტები, ასევე, მედიკამენტები”, - აცხადებს გიორგი ურუშაძე.

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გამოეხმაურა ბოლო პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც, რომელიც გურიაში მომხდარ სტიქიას ეხება.

გიორგი ურუშაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების ნაწილი ცდილობს განზრახ შეიყვანოს მოსახლეობა შეცდომაში და ავრცელებენ ყალბ ინფორმაციებს.

„სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საერთო ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა და ისინი საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადებებით ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი მოქალაქეები. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი და მიზნად ისახავს იმ ადამიანების დისკრედიტაციას, მათი შრომის არაფრად ჩაგდებას, ვინც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე”, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024