რომან გოცირიძე - საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების არსებობა იქნებოდა უდიდესი მნიშვნელობის წინ გადადგმული ნაბიჯი უსაფრთხოების თვალსაზრისით

საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების არსებობა იქნებოდა უდიდესი მნიშვნელობის წინ გადადგმული ნაბიჯი უსაფრთხოების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, რომ ვერავითარი ბაზა უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება და აღნიშნა, რომ ეს არის დანაშაულებრივი განცხადება და მას სერიოზული ქვეტექსტები აქვს.

„ეს რა თქმა უნდა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა. არათუ სამხედრო ბაზა, ერთი გემის შემოსვლაც კი გაკვირვებას იწვევდა მასში, როცა ფრთოსანი განცხადება გააკეთა ერთ- ერთ დახურულ შეხვედრაზე, შავ ზღვაში ამერიკელებს რა უნდათო და ამ თეზისით მოხდა, მერე ანაკლიის პროექტის შეჩერება, მითუმეტეს, ივანიშვილი რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ წავიდოდა და სამხედრო ბაზის შექმნას შეუწყობდა ხელს?! რა თქმა უნდა საქართველოს ნატოში გაწევრიანება არის ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარანტი, მაგრამ საქართველოში აშშ - ის სამხედრო ბაზების არსებობა იქნებოდა უდიდესი მნიშვნელობის წინ გადადგმული ნაბიჯი უსაფრთხოებისა და რისკების აცილების თვალსაზრისით. ბაქო- თბილისი -ჯეიჰანი რომ გადის და ბაქო-თბილისი -ერზრუმი, ესეც უსაფრთხოების კომპონენტია, ანაკლიის პორტიც იქნებოდა, მაგრამ ბაზა ეს ისეთი რამ არის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად ზრდიდა საქართველოს უსაფრთხოებას და იმის თქმა, რომ ამერიკის ბაზა არაფერი არ არის, ეს არის პირდაპირ დანაშაულებრივი განცხადება და მას სერიოზული პოლიტიკური ქვეტექსტები აქვს. რაც შეეხება იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა, ძალიან დიდი პატივია, რომ "ქართული ოცნება" ჩავთვალოთ რაღაცის მთქმელად - ივანიშვილმა თქვა უარი, "ქართული ოცნება" არის ბუტაფორია!"- განაცხადა გოცირიძემ.

"არავითარი ბაზა ზოგადად არ არის უსაფრთხოების გარანტია", - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რატომ უთხრა უარი 2 წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოში ჩამოსულ აშშ-ის თავდაცვის მდივანს საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნაზე. აქვე კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებელი წყარო, სასაცილოა, რაც ამ საკითხს არასერიოზულს ხდის. იქვე კობახიძე დასძენს, რომ ერთადერთი, რამაც საქართველოს შეიძლება მისცეს უსაფრთხოების გარანტია, არსებულ ვითარებაში, ეს არის ნატო-ს წევრობა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა