საგარეო უწყება - ირლანდია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

ირლანდია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ ირლანდიის სენატისა და პარლამენტის თავმჯდომარეებმა, ასევე საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დუბლინში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრისას განაცხადეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირლანდიის სენატის თავმჯდომარის ჯერი ბუტიმერმა განაცხადებით, ირლანდია მზად არის იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან ევროკავშირის გაფართოების საკითხზე.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ძალიან კარგი და ძლიერი გზავნილებით. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე.

ირლანდიამ ბევრი სარგებელი მიიღო ევროკავშირის წევრობით და იმედი მაქვს, რომ საქართველოც შეძლებს ამ სარგებლის მიღებას.

რასაკვირველია, ევროკავშირს აქვს გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს. თქვენმა მთავრობამ და მინისტრმა გაგვაცნეს ის პროგრესი, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია. ირლანდიაში საპარლამენტო დემოკრატიაა. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მეგობართა ჯგუფი, რომელიც ურყევად უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

ველით საქართველოსა და ირლანდიის მთავრობებთან მუშაობას, რათა მალე ვიხილოთ ევროკავშირის გაფართოება“, - განაცხადა ჯერი ბუტიმერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის შონ ო'ფარელის შეფასებით საქართველოსა და ირლანდიას საერთო წარსული აქვთ და ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

“მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვემასპინძლა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ირლანდიაში მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

ეს ძალიან ბევრი წლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია ირლანდიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდირებისთვის.

ირლანდია საქართველოს მტკიცე მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. გარდა ამისა, ირლანდიას და საქართველოს მსგავსი წარსული აქვთ. ჩვენც ბევრი ათწლეულის მანძილზე ვიბრძოდით შიდა დაპირისპირების გამო, სანამ ეს ყველაფერი მშვიდობის შეთანხმებით არ დასრულდა. შესაბამისად, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის იმ მდგომარეობის სიმძაფრე, რაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებშია” - განაცხადა ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირლანდიის სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის დიარმუდ უილსონის განცხადებით ირლანდიის სენატმა რეზოლუციის სახით არაერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ახლაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას.

„ირლანდიის სენატი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

გასულ წელს ჩვენ ერთხმად მივიღეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუცია და ჩვენ ერთ-ერთი ვიყავით იმ რამდენიმე ქვეყნის პარლამენტიდან, რომელმაც მსგავსი რამ გააკეთა.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა დიარმუდ უილსონმა სენატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?