ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირებთან, ასევე, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ფსიქოლოგებმა მუშაობა უკვე დაიწყეს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირებთან, ასევე, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ფსიქოლოგებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, უწყების მიერ შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციასა და ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას.

„შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებულ პირებთან, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებთან, შესაბამისი, მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგიური სერვისის მიწოდება გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების მიერ ყველა დაზარალებულთან მოხდა დაკავშირება. ნაწილმა, პროგრამით სარგებლობის სურვილი გამოთქვა და მათთან სპეციალისტები უკვე მუშაობენ. გრძელდება კომუნიკაცია დაშავებულებთან და მათი სურვილის შესაბამისად მოხდება პროგრამაში ჩართვა.

შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებულ პირებთან, გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებთან, კომუნიკაცია პერმანენტულად გაგრძელდება და ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამის სამედიცინო სერვისს მიაწვდის.

სამინისტროს მიერ, შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას. აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში“, - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა