ძველი რუსთავის განახლების ფარგლებში, ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი უკვე დასრულების ფაზაშია. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან ერთად, ქაშაკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტის ბოლო ეტაპზე აღნიშნულ ქუჩაზე დაირგა ხე-მცენარეები და გაზონებზე დაიყარა დეკორატიული მულჩი.

„რუსთავის ძველ უბანში სამი მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 1 804 971 ლარია. ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩებზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათებისა და სარწყავი სისტემები, დაემატა გამწვანება და დაირგა ხე-მცენარეები. ყურადღება შეჩერდა ამ ქუჩებზე და რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიღებული იქნა, გამომდინარე იქიდან, რომ სამივე ლოკაციაზე საჯარო სკოლებია განთავსებული და სწორედ ბავშვების უსაფრთხოება იყო ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ინფორმაციით, ქაშაკაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი ბაზალტის ქვის საფარი მოეწყო, განახლდა ტროტუარები, მოეწყო სარინერები და მწვანე ზონები, ბეტონისა და ბაზალტის ბორდიურები, ტროტუარების შესასვლელებში დამონტაჟებულია დეკორატიული შემზღუდავი ბუნებრივი ქვის ფხვნილისგან დამზადებული ბარიერი.

„მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები. მოეწყო გარე განათების ახალი ბოძები. მწვანე სივრცეები მოირწყვება წერტილოვანი სარწყავი სისტემით. ტერიტორიაზე, მოხდა არსებული უკანონო შემოღობვების დემონტაჟი და დამატებით დაირგო ხე-მცენარეები, დაიყარა მულჩი.

მშენებელთა ქუჩაზე მოეწყო დაწნეხილი ბეტონისა და ბუნებრივი ბაზალტის ბორდიურები, სანიაღვრე ქსელი. დამონტაჟდა სარწყავი სისტემა. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული შადრევნის მიმდებარედ დაიგო დეკორატიული ფილები, ძველი განათების ბოძების ადგილზე მოხდა გარე განათების ახალი სისტემის მონტაჟი. შენობების მიმდებარედ მოეწყო სარინერები, ტერიტორიაზე განხორციელდა უკანონო შემოღობვების დემონტაჟი.

კონსტიტუციის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო ბუნებრივი ბაზალტის ფლეთილი ქვის საფარი, ტროტუარებზე დაწნეხილი ბეტონის ფილები დაიგო, მიმდინარეობს ბეტონის სარინერისა და გაზონების მოწყობა. ტროტუარების შესასვლელებში დეკორატიული შემზღუდავი ბუნებრივი ქვის ფხვნილისგან დამზადებული ბარიერების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით მოხდა საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგება. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ბოძები შეიცვლება გარე განათების ახალი სისტემით. განხორციელდა უკანონო შემოღობვების დემონტაჟი და შეიცვალა საგზაო ბორდიური.

პროექტი ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა, მისი საერთო ღირებულება 1 804 971 ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო