„აფხაზეთი საქართველოა“ - ამ ლოზუნგით ბათუმში, 27 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას გამართავს

„აფხაზეთი საქართველოა”- ამ ლოზუნგით ბათუმში, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები აქციას გამართავენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კახა მიქელაძემ განაცხადა, 27 სექტემბერს 30 წელი სრულდება სოხუმის დაცემიდან.

„ეს ტრაგიკული დღე ისტორიული ვალდებულების სახით გვაკისრებს გაცილებით მეტ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, რათა არ დაგვავიწყდეს და გვახსოვდეს, რომ ჩვენს მთავარ საზრუნავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილების საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში მშვიდობიანი დაბრუნება წარმოადგენს!

ამ პასუხისმგებლობას გვიათმაგებს ის გარემოება, რომ ჩვენდა სამწუხაროდ გვყავს ხელისუფლება, რომელიც პირველივე შესაძლებლობისთანავე შეურაცხყოფს იმ ადამიანთა ხსოვნას, ვინც სიცოცხლე სამშობლოს ერთიანობას შესწირა. მათ იმისათვის არ უბრძოლიათ, რომ ლაჩართა ხროვამ ლანგრით მიართვას სუვერენიტეტი მტერს!

ამ პასუხისმგებლობის გააზრებას აქტუალობას სძენს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც ფილიგრანული სიზუსტით იწინასწარმეტყველა პატიმრობაში მყოფმა ჩვენმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა. ძნელია არ დაეთანხმო მას, როცა საუბრობს აფხაზეთის დაბრუნების არცთუ შორეულ პერსპექტივაზე, რადგან რუსეთის წინააღმდეგ უკრაინისა და ცივილური სამყაროს ომი უპირობო გამარჯვებით დასრულდება, რაც შესაძლებლობათა ახალ ფანჯარას გვიხსნის პრობლემების გადასაწყვეტად.

ამიტომ ენმ ბათუმში აანონსებს 27 სექტემბერს აქციას სახელწოდებით "აფხაზეთი საქართველოა" და მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით "ნაციონალური მოძრაობა" ის პოლიტიკური ძალაა, ვისაც შესწევს უნარი სლოგანი რეალობად აქციოს!

რატომ შევარჩიეთ ბათუმი აქციის ჩატარების ადგილად?

აფხაზეთის დაბრუნება თავისთავად მოიცავს ჩვენი მოძმე აფხაზი ხალხის დაბრუნებას, რომლებსაც საქართველოს მიღმა გადარჩენა და განვითარება არ უწერიათ.

ამიტომ, სააკაშვილის ბათუმი და არა ეს დაპაუზებული, არის ზუსტი გზავნილი ჩვენი აფხაზი ძმებისათვის, რათა გააკეთონ არჩევანი სინათლესა და სიბნელეს, პროგრესსა და რეგრესს, შენებასა და ნგრევას შორის. ბათუმი აშკარა მაგალითია იმისა,თუ რა მოაქვს თავისუფლებასა და ევროპულ ღირებულებებს”, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კახა მიქელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა