„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - ხელვაჩაურის კულტურის სახლიდან  კვიპროსში, ანსამბლს ხელვაჩაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ცოლებთან ერთად გაჰყვნენ

ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს შენობასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი კვიპროსში ბიუჯეტის ხარჯით წავიდნენ.

„ხელვაჩაურის კულტურის სახლიდან ანსამბლი გასტროლზე წავიდა კვიპროსში, ქალაქ ლარნაკაში. ანსამბლს ხელვაჩაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ცოლებთან ერთად გაჰყვნენ. როდესაც ქვეყნის პრემიერი ბიუჯეტის ხარჯზე შვილს ამერიკაში ჩარტერული რეისებით ატარებს, სწორედ ადგილობრივ დონეზეც, მერებს მიაჩნიათ, რომ თავადაც შეუძლიათ იგივეს კეთება. მეორე უკიდურესობა გვაქვს, სტუდენტებს თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსს უჩერებენ, მოქალაქეებს სოციალურ დახმარებებს უჩერებენ… ბიუჯეტის ხარჯზე კი მიდიან და ისვენებენ, რაც ჩვეულებრივად მიაჩნიათ”,- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მამუკა ჯევაიშმა.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი