ლევან ხაბეიშვილი - ხომ შეიძლება პუტინის ტყვე კაცი პატიმრობაში მაინც დაასვენოთ და კიდევ მასზე არ საუბრობდეთ? - უხერხულია

ცალსახად გიპასუხებთ, რომ გიგი უგულავას რაიმე პარტიულ თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილებოდა და არ განიხილება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ის მიესალმება ნებისმიერ ერთობას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მიხეილ სააკაშვილის გარშემო.

„ცალსახად გიპასუხებთ, რომ გიგი უგულავას რაიმე პარტიულ თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილებოდა და არ განიხილება. მეორე, გიგი უგულავამ თავად თქვა, რომ არის „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი და აპირებს ამ სტატუსიდან ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მესამე, არსებობს ბორდის იდეა, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებას, მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერის, სამოქალაქო სექტორის, სხვადასხვა ჯგუფის გაერთიანებას კონკრეტულ ბორდში, რომელიც იქნება მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ცხადია, არსებობს ამ მიმართულებით კომუნიკაცია, მხოლოდ მივესალმებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მიხეილ სააკაშვილის გარშემო კონკრეტულ ერთობებს, იქნება ბორდი, საბჭო, თუ ნებისმიერი სახის ერთობა.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“, „გამარჯვების პლატფორმისთვის“ მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი, იმ პოზიციაზე, სადაც საკუთარი თავი წარმოუდგენია.

მე მაქვს შეხვედრა გიგი უგულავასთანაც და აბსოლუტურად ყველასთან, ვინც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ და არ წარმოიდგინოთ. ყველას ვესაუბრებით, მათ შორის შეგიძლიათ თქვენ {ჟურნალისტი} იყოთ მედიატორი ნიკასაც {მელიას} დაველაპარაკოთ, თუ ის გადაწყვეტს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლებს “, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, ხაბეიშვილმა აღნიშნა: „ხომ შეიძლება პუტინის ტყვე კაცი დაასვენოთ პატიმრობაში მაინც და კიდევ მასზე არ საუბრობდეთ? - უხერხულია“.

„დარწმუნებული ვარ, თქვენ ის თაობა ხართ, რომელმაც ქრთამის გარეშე ჩააბარა. მე ქოლგით ვიჯექი გაკვეთილზე, ვინაიდან საკლასო ოთახებში წვიმდა. არ დაიღალეთ, რომელ ბიუჯეტზეა საუბარი, რომელიც შევარდნაძის დროს არ არსებობდა, ქაღალდზე ეწერა. 10 მილიარდზე მეტი დატოვა ამ კაცმა. ერთხელ მოგიფიქრებიათ, რომ გეთქვათ მადლობა იმ პრეზიდენტს, რომელმაც დოვლათი შექმნა? ათას სისაძაგლეს იგონებდნენ. პატიმრობაშია - ყველაფერს პასუხი აქვს გაცემული“, - აღნიშნავს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით