გურიის გუბერნატორი - ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი დროებითი ხიდი ხვალ გაიხსნება

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაათვალიერეს.

სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, დროებითი ხიდით სარგებლობას მოქალაქეები ხვალიდან შეძლებენ.

„აქტიურად მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი - ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მყისიერად მოხდა რეაგირება დაზიანებისთანავე. სამუშაოები მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში. უკვე დასრულების ეტაპზეა დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები, კონსტრუქცია უკვე მოწყობილია და ხვალ, დღის ბოლომდე მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ დროებითი ხიდით. რაც შეეხება დაზიანებული მონაკვეთის სამუშაოებს, უკვე მიმდინარეობს პროექტირება, რათა რაც შეიძლება მალე აღდგეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ