მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მარნეულელ სპორტსმენს, ელტუნ გოჯაევს შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულელ სპორტსმენს, კიკბოქსიორ ელტუნ გოჯაევს შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს.

მარნეულის მერიის ცნობით, ელტუნ გოჯაევმა თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართული პროფესიონალური ორთაბრძოლის ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. იგი მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის კრივის წრის მწვრთნელია.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი ესწრებოდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სპორტსმენს მიღწეულ წარმატებას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო