გორის მუნიციპალიტეტის მერი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა.

ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მერიის თანამშრომლებთან და საკრებულოს წევრ, კობა ბერიანიძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

„სოფელ ხურვალეთის ერთ უბანს სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს, წყალი მათ გრაფიკით მიეწოდებათ და ამ პრობლემის მოსაგვარებლად დამატებით მონტაჟდება ჭაბურღილი.

პროექტის დასრულების შემდეგ 120-ამდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს და სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

ხურვალეთში, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, სპორტული მოედნის მოწყობაც მიმდინარეობს.

ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა ადგილობრივების გადაწყვეტილებით დაიწყო და მალე დასრულდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა