ბათუმის მერი - ჩვენი გუნდის მიერ გაცემული დაპირება შესრულებულია - დღეს ბათუმში მცხოვრებ 100 ოჯახს ბინები გადავეცით

ბათუმში მცხოვრებ 100 ოჯახს თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ.

„ჩვენი გუნდის მიერ გაცემული დაპირება შესრულებულია. დღეს ბათუმში მცხოვრებ 100 ოჯახს ბინები გადავეცით. დღეიდან ეს ოჯახები შეძლებენ თანამედროვე სტანდარტების და სრულად გარემონტებულ კორპუსში ცხოვრებას. ამ ეტაპზე, უკვე 180 ოჯახს გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი ფართი. მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს და ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა. ოჯახებმა, რომლებსაც დღეს ბინები გადაეცათ, „ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამით“ ისარგებლეს, რომელსაც ბათუმის მერია ახორციელებს. პროგრამით სარგებლობა ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეეძლოთ, რომელთაც არ ჰქონდათ ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის საშუალება აქვთ. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც დაუღალავი შრომა ჩადო, რათა ამ ოჯახებს საკუთარი საცხოვრებელი ფართი ჰქონოდათ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას და მჯერა, მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან, მოქალაქეებზე მორგებულ პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო