ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიესალმება კომიტეტის შექმნის იდეას, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიესალმება კომიტეტის შექმნის იდეას, რომლის თავმჯდომარეც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას განსაზღვრავს პარტია და პოლიტიკური საბჭო.

„კარგია ეს ინიციატივა. მეტიც „ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება და იქნება მონაწილე, როგორც რიგითი წარმომადგენლები ამ კომიტეტზე. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას განსაზღვრავს პარტია და პოლიტიკური საბჭო. შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური საბჭოს მიერ. თავად ვესაუბრებით სხვადასხვა ადამიანს, მათ შორის იმ ხალხს, ვისაც შესაძლოა, კონკრეტული წუხილი ჰქონდეს. შეიძლება ადამიანს არ უნდოდეს პარტიული კუთვნილება, მაგრამ ქვეყნის გადარჩენა სურდეს, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამ კომიტეტში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თანამონაწილე იყოს. ამიტომ, ძალიან ნორმალური, პოზიტიური პროცესია. რაც მეტი ვიქნებით ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში, უკეთესია“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ყველა კომიტეტი, რომელიც შეიქმნება, „ნაციონალური მოძრაობის გარშემო იქნება.

„არჩევნებში, მთავარ ბრძოლაში გავა „ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების პლატფორმა“. ყველა ჯგუფი, კომიტეტი, ბორდი, საზოგადოების პირთა წრე, ვინც მონაწილეობას მიიღებს „გამარჯვების პლატფორმის“ გამარჯვებაში, არის მნიშვნელოვანი“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა კომიტეტის საკითხზე კობა ნაყოფიასთან და ნიკა მელიასთან მოლაპარაკებები, ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ პარტია ყველას ესაუბრება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველას ვესაუბრებით. ჩვენთვის არ არსებობს არანაირი პირადი წყენა. არ არსებობს არაფერი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების მომავალი. ამიტომ, ცხადია, ყველა მიმართულებით არის დისკუსია გახსნილი, რომ რუსული პარტიის წინააღმდეგ ერთად ვიბრძოლოთ. კონკრეტულ ადამიანებს სხვა მისწრაფებები და გეგმები აქვს. „გამარჯვების პლატფორმა“ ემზადება ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. დაველაპარაკებით ყველას. არ არსებობს არანაირი „წითელი ხაზი“, გარდა რუსული და პუტინისტური მისწრაფებებისა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტიის გარშემო საბჭოს შექმნის იდეაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომლის თავმჯდომარეც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

როგორც ბეჟაშვილმა განმარტა, ეს საბჭო საკუთარ თავში გააერთიანებს როგორც პოლიტიკურ ლიდერებს, ისე სამოქალაქო აქტივისტებს და იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში